დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ჩინეთთან ურთიერთობა რაიმე დადებით შედეგს გამოიღებს
დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ჩინეთთან ურთიერთობა რაიმე დადებით შედეგს გამოიღებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ჩინეთთან ურთიერთობა რაიმე დადებით შედეგს გამოიღებს.

ამასთან, ტრამპის თქმით, მისი ეკონომიკური გეგმა აშშ-ის დოლარის ღირებულებას გაზრდის.

„ჩვენ ვკარგავდით მილიარდობით დოლარს დღეში და ახლა ვშოულობთ მილიარდობით დოლარს. ეს დიდი განსხვავებაა. ვფიქრობ, საფონდო ბირჟა კარგად მიდის. ჰქონდა პატარა მომენტები, მაგრამ ეს პრობლემა ძალიან სწრაფად გადავჭერი. ძალიან კარგი ვარ ამ საქმეში. ვფიქრობ, დოლარი მაღლა აიწევს. დოლარი უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ოდესმე“, – აღნიშნა ტრამპმა.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, 10% საბაჟო ტარიფის მინიმალური ზღვარია. მისივე თქმით, შესაძლოა, რამდენიმე გამონაკლისი დაუშვას.

„შეიძლება იყოს რამდენიმე გამონაკლისი აშკარა მიზეზების გამო, მაგრამ ამჟამად ზღვარი 10 პროცენტია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.