დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე პასუხისმგებელი ვლადიმერ პუტინია

11:13, 19.07.2018

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე პასუხისმგებელი ვლადიმერ პუტინია. ეს განცხადება დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში გააკეთა.

„დიახ, რადგან ის პასუხისმგებელია ქვეყანაზე ისევე, როგორც მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას იმ ყველაფერზე, რაც ამ ქვეყანაში ხდება“, – განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ფინეთში, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ მკაცრად აკრიტიკებენ.

პუტინთან შეხვედრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ამ ფაქტის უარყოფაში ძლიერი იყო.

მსგავსი