დონალდ ტრამპი მეუღლესთან ერთად ვაშინგტონში იოანე პავლე მეორის ტაძარს ეწვია
დონალდ ტრამპი მეუღლესთან ერთად ვაშინგტონში იოანე პავლე მეორის ტაძარს ეწვია

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი ვაშინგტონში იოანე პავლე მეორის ტაძარს ეწვივნენ. პრეზიდენტმა და მისმა მეუღლემ იოანე პავლე მეორის დაბადებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

მოგვიანებით, დონალდ ტრამპი საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების შესახებ აღმასრულებელ განკარგულებას მოაწერს ხელს.

უკვე მეორე დღეა, ზედიზედ, დონალ ტრამპი ეკლესიაში მიდის. წინა დღით, აშშ-ის პრეზიდენტი თეთრი სახლიდან წმინდა იოანეს ტაძარში ფეხით მივიდა. როგორც ამერიკული მედია იუწყებოდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ფეხით გასვლამდე, თეთრ სახლთან დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.