დონალდ ტრამპი მეუღლესთან ერთად ბელგიის დედაქალაქში ჩაფრინდა
დონალდ ტრამპი მეუღლესთან ერთად ბელგიის დედაქალაქში ჩაფრინდა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მეუღლესთან ერთად ბელგიის დედაქალაქში ჩაფრინდა.

დონალდ ტრამპი ნატო-ს ორდღიან სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

ბელგიაში გამგზავრებამდე აშშ-ს პრეზიდენტმა Twitter-ზე ნატო-ს წევრი ქვეყნები თავდაცის სფეროზე გამოყოფილი თანხების გამო გააკრიტიკა.

„ნატო-ს წევრი სახელმწიფოები, რომლებიც ჩვენ უნდა დავიცვათ, არამხოლოდ ვერ ასრულებენ საკუთარ ვალდებულებებს, არამედ მრავალი წელია, რაც გადასახადების გადახდას თავს არიდებენ. აანაზღაურებენ თუ არა ისინი აშშ-ს ხარჯებს?”- დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.

11-12 ივლისს მელანია ტრამპი ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერების მეუღლეებთან ერთად დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. აშშ-ს პრეზიდენტი ბელგიას 12 ივლისს დატოვებს და დიდ ბრიტანეთში გაემგზავრება.