დონალდ ტრამპი მექსიკის საზღვარზე დამატებით სამხედროებს გაგზავნის
დონალდ ტრამპი მექსიკის საზღვარზე დამატებით სამხედროებს გაგზავნის

აშშ-ის პრეზიდენტი მექსიკის საზღვარზე დამატებით სამხედროებს გაგზავნის. როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც საზღვარზე განვითარებული საზარელი მოვლენების შესახებ თვითმხილველებისგან მოისმინა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, უამრავი მიგრანტი სახიფათო მოგზაურობის შემდეგ ადგილობრივი მოსახლეების სახლებში შეღწევას ცდილობს. ტრამპის განცხადებით, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან აშშ-ისკენ საშიში კრიმინალები მიემართებიან.

8 აპრილს აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანმა, კრისტენ ნილსენმა თანამდებობა დატოვა. როგორც თეთრ სახლში განაცხადეს, მათ სურთ რომ უწყების ახალი ხელმძღვანელი უფრო მეტად იყოს ფოკუსირებული მექსიკის საზღვარზე არსებულ კრიზისზე.