დონალდ ტრამპი - მედია ძალიან ცუდია, ცუდია MSNBC, CNN, PBS, Associated Press, საშინელია CBS
დონალდ ტრამპი - მედია ძალიან ცუდია, ცუდია MSNBC, CNN, PBS, Associated Press, საშინელია CBS

მედია ძალიან ცუდია, ცუდია MSNBC, CNN, PBS, Associated Press, საშინელია CBS, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, მილიარდერთან ილონ მასკთან ერთად „ფოქს ნიუსისთვის“ ჩაწერილ ინტერვიუში განაცხადა.

დონალდ ტრამპის თქმით, მედია ცდილობს, მასსა და ილონ მასკს შორის დაპირისპირება გამოიწვიოს.

„ილონმა დამირეკა. მან თქვა: „იცი, ისინი ცდილობენ ჩვენს დაპირისპირებას“. მე ვუთხარი: „ნამდვილად“. ეს მათ ძალიან ცუდად გამოსდით. ისინი იტყუებიან. ქვეყნისთვის ძალიან საშიშები არიან. მედია ძალიან ცუდია. როცა MSNBC-ის ვუყურებ, რასაც ხშირად არ ვაკეთებ, მაგრამ ხანდახან მტერსაც უნდა უყურო, ისინი საშინელი ადამიანები არიან. ასევე CNN, PBS ცუდია, Associated Press-იც ცუდია, CBS საშინელია“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.