დონალდ ტრამპი - მე ვარ ყველაზე უარესი, რაც კი რუსეთს ოდესმე დამართნია, პუტინს სავარაუდოდ არ სურს, რომ პრეზიდენტად ხელახლა ამირჩიონ
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს სავარაუდოდ არ სურს, რომ ის აშშ-ის პრეზიდენტად ხელმეორედ აირჩიონ. ამის შესახებ განცხადება ტრამპმა ტელეკომპანია „ეიბისის“ ეთერში გააკეთა.
„მე ვარ ყველაზე უარესი, რაც კი რუსეთს ოდესმე დამართნია. პუტინს ეს ესმის. პირადად პუტინს ვუგებ, მაგრამ ის ამას მაინც ხვდება. მას სავარაუდოდ არ სურს, რომ მე მოვიგო არჩევნებში. შეიძლება, მას მოვწონვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩემი გამარჯვება მაინც არ სურს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.