დონალდ ტრამპი – მე გავაკეთე სისხლის სამართლის რეფორმა, რაც ობამამ და ბაიდენმა არც კი სცადეს და რომც ეცადათ, ვერ გააკეთებდნენ
მძინარე ჯო ბაიდენის 1994 წლის დანაშაულის კანონპროექტი სრული კატასტროფა იყო, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ჯო ბაიდენი ვერასდროს გაექცევა მის კანონპროექტს, რომელიც შავკანიანების მასობრივ დაკავებას ითვალისწინებდა.
„მძინარე ჯო ბაიდენის 1994 წლის დანაშაულის კანონპროექტი სრული კატასტროფა იყო. ეს იყო შავკანიანების მასობრივი დაკავებები, რომელთა შორის ბევრი მათგანი უდანაშაულო იყო. მე გავაკეთე სისხლის სამართლის რეფორმა, რაც ობამამ და ბაიდენმა არც კი სცადეს და რომც ეცადათ, ვერ გააკეთებდნენ. ბაიდენი ვერასდროს გაექცევა მის კანონპროექტს“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რადიკალ მემარცხენე დემოკრატებს პოლიციის დაფინანსების შემცირება სურთ და ჯო ბაიდენიც ჩაითრიეს, თუმცა როგორც დონალდ ტრამპი აღნიშნავს, ამ პოზიციას ეწინააღმდეგება და სამართალდამცველებისთვის მეტი დაფინანსება სურს.
Sleepy Joe Biden’s 1994 Crime Bill was a total disaster. It was mass incarceration for Black people, many of them innocent. I did Criminal Justice Reform, something Obama & Biden didn’t even try to do – & couldn’t do even if they did try. Biden can never escape his Crime Bill!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) June 5, 2020