დონალდ ტრამპი – მარია კორინა მაჩადო შესანიშნავი ქალია, ჩემი შრომისთვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გადმომცა, ეს ურთიერთპატივისცემის შესანიშნავი ჟესტია

09:14, 16.01.2026

ჩემთვის დიდი პატივი იყო ვენესუელელ მარია კორინა მაჩადოსთან შეხვედრა, ჩემ მიერ გაწეული შრომისთვის ნობელის მშვიდობის პრემია გადმომცა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მაჩადოსთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.

„ის შესანიშნავი ქალია, რომელმაც ამდენი რამ გადაიტანა. მარიამ ჩემი შრომისთვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გადმომცა. ეს ურთიერთპატივისცემის შესანიშნავი ჟესტია. გმადლობთ, მარია!“ – წერს ტრამპი.

ცნობისთვის, მანამდე ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა, მარია კორინა მაჩადომ განაცხადა, რომ თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან შეხვედრამ შესანიშნავად ჩაიარა და ტრამპს ნობელის პრემია გადასცა.

მსგავსი