დონალდ ტრამპი – მაიკ პენსს თაღლითურად არჩეული კოლეგიის წევრების აცილების უფლება აქვს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს თაღლითური გზით არჩეული კოლეგიის წევრების აცილების უფლება აქვს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დაწერა.
„ვიცე-პრეზიდენტს თაღლითურად არჩეული კოლეგიის წევრების აცილების უფლება აქვს“, – წერს ტრამპი.
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში ჩატარებული არჩევნების შედეგები 6 იანვარს ოფიციალურად უნდა დამტკიცდეს, რის შემდეგაც 20 იანვარს ქვეყნის არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაა დაგეგმილი.
The Vice President has the power to reject fraudulently chosen electors.
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) January 5, 2021