დონალდ ტრამპი მაიკ პენსს მიმართავს – ახლა განსაკუთრებული სიმამაცის დროა
აშშ-ის პრეზიდენტი ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტს მოუწოდებს, რომ ბიულეტენები შტატებს დაუბრუნოს. ტრამპის თქმით, ამის შედეგად არჩევნებში გაიმარჯვებენ.
„შტატებს სურთ ხმების შესწორება, რომლებმაც ახლა უკვე იციან, რომ პროცესი ეფუძნებოდა დარღვევებს და თაღლითობას, პლუს კორუფციულ პროცესს არასოდეს მიუღია საკანონმდებლო დამტკიცება. მაიკ პენსმა ბიულეტენები შტატებს უნდა დაუბრუნოს და ჩვენ გავიმარჯვებთ. გააკეთე ეს, მაიკ, ახლა განსაკუთრებული სიმამაცის დროა“, – წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერზე“.
States want to correct their votes, which they now know were based on irregularities and fraud, plus corrupt process never received legislative approval. All Mike Pence has to do is send them back to the States, AND WE WIN. Do it Mike, this is a time for extreme courage!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) January 6, 2021