დონალდ ტრამპი კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებულ მოსმენას არ დაესწრება

09:24, 02.12.2019

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებულ მოსმენას არ დაესწრება. მოსმენა 4 დეკემბერსაა ჩანიშნული. განცხადება ამის შესახებ თეთრი სახლის იურისტმა, პეტ ჩიპოლლონემ გააკეთა. ადვოკატის თქმით, მოსმენას არც დონალდ ტრამპი, არც მისი ადვოკატები და არც თეთრი სახლის წარმომადგენლები დაესწრებიან.

13 ნოემბერს წარმომადგენლობითი პალატის დაზვერვის კომიტეტში, იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში, პირველი ღია მოსმენა გაიმართა. ჩვენება მისცეს უკრაინაში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა უილიამ ტეილორმა და ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის მოადგილემ, ჯორჯ კენტმა.

მსგავსი