დონალდ ტრამპი კონგრესის შუალედურ არჩევნებზე - ვფიქრობ, წინ შესანიშნავი ღამე გველოდება
დონალდ ტრამპი კონგრესის შუალედურ არჩევნებზე - ვფიქრობ, წინ შესანიშნავი ღამე გველოდება

ვფიქრობ, წინ შესანიშნავი ღამე გველოდება, – ასე შეაფასა აშშ-ში მიმდინარე კონგრესის შუალედური არჩევნები ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. ეს კომენტარი ტრამპმა არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ გააკეთა.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ხმა ფლორიდაში მისცა. არჩევანის დასაფიქსირებლად ტრამპი მეუღლესთან, მელანია ტრამპთან ერთად მივიდა.

ექსპრეზიდენტს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, აპირებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ ხვალინდელი დღე ბევრისთვის ძალიან საინტერესო დღე იქნება.

აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები იმართება. არჩევნების შედეგები გადაწყვეტს, რომელი პარტია გააკონტროლებს კონგრესს. ამჟამად, წარმომადგენელთა პალატაშიც და სენატშიც უმრავლესობას დემოკრატები ფლობენ. აშშ-ის მოქალაქეები აირჩევენ 435-წევრიანი წარმომადგენელთა პალატის სრულ შემადგენლობას და სენატის 35 წევრს. გარდა ამისა, 36 შტატში გუბერნატორებს აირჩევენ. ამერიკის 50 შტატიდან თითოეული სენატში ორი სენატორით არის წარმოდგენილი, რომლებსაც ექვსწლიანი ვადით ირჩევენ. წარმომადგენელთა პალატის წევრების მანდატი ორწლიანია და ისინი უფრო მცირე ოლქებს წარმოადგენენ.