დონალდ ტრამპი - კოლუმბიის პრეზიდენტმა დამირეკა ნარკოტიკების ვითარებისა და სხვა უთანხმოებების ასახსნელად, დავაფასე მისი ზარი და საუბრის ტონი, მოუთმენლად ველოდები მასთან შეხვედრას
დონალდ ტრამპი - კოლუმბიის პრეზიდენტმა დამირეკა ნარკოტიკების ვითარებისა და სხვა უთანხმოებების ასახსნელად, დავაფასე მისი ზარი და საუბრის ტონი, მოუთმენლად ველოდები მასთან შეხვედრას

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კოლუმბიის პრეზიდენტთან, გუსტავ პეტროსთან შეხვედრა დააანონსა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„დიდი პატივი იყო კოლუმბიის პრეზიდენტთან, გუსტავ პეტროსთან საუბარი, რომელმაც დამირეკა ნარკოტიკების ვითარებისა და სხვა უთანხმოებების ასახსნელად, რომელიც გვქონდა. დავაფასე მისი ზარი და საუბრის ტონი. მოუთმენლად ველოდები მასთან შეხვედრას მომავალში. სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. შეხვედრა ვაშინგტონში შედგება“, – წერს ტრამპი.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა ვენესუელაში სამხედრო ოპერაციის ჩატარების შემდეგ განაცხადა, რომ კოლუმბიას მართავს ავადმყოფი კაცი, რომელიც კოკაინს აწარმოებს და შეერთებულ შტატებში ყიდის.