დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინზე – მოხარული ვარ, რომ ის დაბრუნდა და კარგად არის
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 20-დღიანი პაუზის შემდეგ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის საზოგადოებაში გამოჩენას „ტვიტერით“ გამოეხმაურა.
„მე მაგალითად, მოხარული ვარ იმის ხილვით, რომ ის დაბრუნდა და კარგად არის“, – წერს დონალდ ტრამპი.
კიმ ჩენ ინის შესაძლო გარდაცვალების შესახებ ბოლო პერიოდში მედიაში ხშირად იწერებოდა.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი 20-დღიანი პაუზის შემდეგ პირველად სუნჩონში, ერთ-ერთი ქარხნის ცერემონიაზე გამოჩნდა.
I, for one, am glad to see he is back, and well! https://t.co/mIWVeRMnOJ
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) May 2, 2020