დონალდ ტრამპი - კიმ ჩენ ინთან მოლაპარაკება ნაყოფიერი თუ არ იქნება, შეხვედრას დავტოვებ
დონალდ ტრამპი - კიმ ჩენ ინთან მოლაპარაკება ნაყოფიერი თუ არ იქნება, შეხვედრას დავტოვებ

აშშ-ის პრეზიდენტი​ს, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ კიმ ჩენ ინთან მოლაპარაკება ნაყოფიერი არ იქნება,  შეხვედრას დატოვებს.

ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან მის სამომავლო შეხვედრას იაპონიის პრემიერ-მინისტრთან, სინძო აბესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იმედი აქვს, ბირთვული იარაღის საკითხზე მოლაპარაკებები წარმატებულად ჩაივლის.

„თუ მოლაპარაკება ჩემი იქ ყოფნის განმავლობაში ნაყოფიერი არ იქნება, პატივისცემის მიუხედავად, მე დავტოვებ შეხვედრას“, – განაცხადა ტრამპმა ფლორიდაში სინძო აბეს მასპინძლობისას.

მისივე თქმით, ვაშინგტონი მაქსიმალური ზეწოლის კამპანიას გააგრძელებს, ვიდრე ფხენიანი უარს არ იტყვის ბირთვული იარაღის წარმოებაზე.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, სამი ამერიკელის გათავისუფლების საკითხზე, რომლებიც ჩრდილოეთ კორეაში პატიმრობაში იმყოფებიან, მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ტრამპის თქმით, დაკავებული ამერიკელების დაბრუნების შანსი მაღალია, რადგან ჩრდილოეთ კორეასთან „კარგი დიალოგი“ აქვთ.