დონალდ ტრამპი - კიმ ჩენ ინს კადაფის მსგავსი საფრთხე არ ემუქრება, ის თავისი ქვეყნის მართვას გააგრძელებს
დონალდ ტრამპი - კიმ ჩენ ინს კადაფის მსგავსი საფრთხე არ ემუქრება, ის თავისი ქვეყნის მართვას გააგრძელებს

ჩრდილოეთ კორეა ლიბიის ბედს არ გაიზიარებს, კიმ ჩენ ინს კი კადაფის მსგავსი საფრთხე არ ემუქრება – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, თეთრ სახლში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ აშშ-ისა და ჩრდილო კორეას შორის ისტორიული მოლაპარაკებები გაიმართება.

„კადაფის გადარჩენაზე შეთანხმება არ ყოფილა. ლიბიის მოდელი – ეს სულ სხვა რამაა. კიმი თავის ქვეყანაში დარჩება, მართვას გააგრძელებს, მისი ქვეყანა კი ძალიან მდიდარი იქნება”,- აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპის თქმით, ჩრდილო კორეის ლიდერთან შეხვედრის მზადება სამუშაო რეჟიმშია.

ურთიერთოებების ნორმალიზების ფონზე, ფხენიანში განაცხადეს, რომ აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნების გამო, ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა შესაძლოა აღარ შედგეს.