დონალდ ტრამპი - კიევის მსგავსი ქალაქები რაკეტებით დაბომბეს მოლაპარაკებების დროს, რომელიც მეგონა, დასრულებასთან ახლოს იყო, ძალიან იმედგაცრუებული ვარ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გაკვირვებულია რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო დარტყმებით, რაც ხდება იმ დროს, როდესაც ქვეყნების დელეგაციებმა სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა აწარმოონ. ამის შესახებ ტრამპმა ილონ მასკის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მე ვნახე ისეთი რამ, რამაც ძალიან გამაკვირვა. რაკეტებით დაბომბეს კიევის მსგავსი ქალაქები მოლაპარაკებების დროს, რომელიც, მეგონა, დასრულებასთან ახლოს იყო. ამიტომ ძალიან იმედგაცრუებული ვარ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ტრამპის თქმით, ბოლო კვირაში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში, სულ მცირე, 5 000 ადამიანი დაიღუპა.
„მინდა, რომ ეს შეწყდეს“, – აღნიშნა ტრამპმა.