ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხვალ მოსახლეობას მიმართავს. სპეციალური მიმართვა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერით“ თავად დააანონსა.
აშშ-ის პრეზიდენტის ცნობით, მისი გამოსვლა სამხრეთის საზღვარზე შექმნილ ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების კრიზისს შეეხება. დონალდ ტრამპი მოსახლეობისადმი მიმართვით 8 იანვარს, 21:00 საათზე წარდგება.
შეგახსენებთ, აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის ბიუჯეტიდან დაფინანსებასთან დაკავშირებით კონგრესში არსებული უთანხმოების გამო, 22 დეკემბერს აშშ-ის ფედერალურმა მთავრობამ ნაწილობრივ შეაჩერა მუშაობა. დონალდ ტრამპი და რესპუბლიკელები ბიუჯეტში მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსების საკითხის შეტანას ითხოვენ, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან დემოკრატები.
სამხრეთის საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის დონალდ ტრამპი ბიუჯეტიდან 5,7 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითხოვს.