აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თავის წლიურ ხელფასს – 400 ათასს დოლარს სხვადასხვა უწყებას გადაურიცხავს. კერძოდ, ტრამპს თქმით, 100 ათას დოლარს საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტს გადასცემს. „ტვიტერში“ დონალდ ტრამპმა აღნიშნული თანხის ჩეკი გამოაქვეყნა.
„მართალია, პრესას არ უყვარს ამაზე წერა და მეც ეს არ მჭირდება, წლის განმავლობაში პრეზიდენტის ყოველწლიურ ხელფასს, 400 ათასი დოლარის ოდენობით, სხვადასხვა უწყებას შევწირავ. ეს საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტისთვისაა“, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების სამინისტრო პასუხისმგებელია მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობაზე.
დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებამდე განაცხადა, რომ ხელფასს არ მიიღებს და თანხას საქველმოქმედო მიზნებს მოახმარს.