დონალდ ტრამპი - კარგი დღე რუსეთისთვის, არ ვფიქრობ, რომ ჩვენ აშშ-რუსეთის სამიტიდან რამე მივიღეთ
დონალდ ტრამპი - კარგი დღე რუსეთისთვის, არ ვფიქრობ, რომ ჩვენ აშშ-რუსეთის სამიტიდან რამე მივიღეთ

კარგი დღე რუსეთისთვის, – ასე შეაფასა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟენევაში 16 ივნისს გამართული აშშ-რუსეთის სამიტი.

ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შეფასებები ყოფილმა პრეზიდენტმა „ფოქს ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

მისი თქმით, სამიტზე ვლადიმერ პუტინი და რუსეთი დომინირებდა.

„ვფიქრობ, ეს იყო კარგი დღე რუსეთისთვის. არ ვფიქრობ, რომ ჩვენ აქედან რამე მივიღეთ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ყოფილმა პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკად 2-ის“ მშენებლობის დასრულებაზე ბაიდენის თანხმობისა და კანადურ-ამერიკული მილსადენის პროექტის გაუქმების გადაწყვეტილებას.

დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთი გერმანიაში ნავთობის გაყიდვით დიდ შემოსავალს მიიღებს მაშინ, როდესაც გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი გააგრძელებს ნატო-ში ფინანსური შენატანის ვალდებულების არასრულად შესრულებას, რაც გერმანიის ნაცვლად, დაფინანსებული იქნება აშშ-ის მიერ.

„ჩვენ მივეცით დიდი სცენა რუსეთს და არაფერი მივიღეთ. ჩვენ გავეცით ის, რაც დაუჯერებლად ღირებული იყო. მე შევაჩერე მილსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“, ის იყო შეჩერებული და ახლა ის უკან დააბრუნეს და მის სანაცვლოდ არაფერი მიიღეს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დატოვე კომენტარი