დონალდ ტრამპი - კანონმა და სამართალმა გაიმარჯვა ჯორჯიის დიად შტატში, რადგან ჩემ და სხვა დიდი ამერიკელი პატრიოტების წინააღმდეგ კორუმპირებული ფანი უილისის ნადირობა მთლიანად შეწყდა
დონალდ ტრამპი - კანონმა და სამართალმა გაიმარჯვა ჯორჯიის დიად შტატში, რადგან ჩემ და სხვა დიდი ამერიკელი პატრიოტების წინააღმდეგ კორუმპირებული ფანი უილისის ნადირობა მთლიანად შეწყდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2020 წლის არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით მის წინააღმდეგ აღძრული საქმის შეწყვეტას ეხმაურება და გამარჯვებად აფასებს.

„კანონმა და სამართალმა  გაიმარჯვა ჯორჯიის დიად შტატში, რადგან ჩემ და სხვა დიდი ამერიკელი პატრიოტების წინააღმდეგ კორუმპირებული ფანი უილისის ნადირობა მთლიანად შეწყდა“, – წერს ტრამპი თავის სოციალურ ქსელში.

დონალდ ტრამპმა საქმე უკანონოდ და არაკონსტიტუციურად მოიხსენია და განაცხადა, რომ ის საერთოდ არ უნდა აღძრულიყო.

„ეს უკანონო, არაკონსტიტუციური და არაამერიკული თაღლითობა ჩვენი ერის წინააღმდეგ ფანიმ და მისმა დაბალი IQ-ს მქონე საყვარელმა, ნათან უეიდმა, თაღლითი ჯო ბაიდენისა და მისი „ხელმძღვანელების“ მითითებით ჩაიდინეს“, – აღნიშნავს ტრამპი.

ამასთან, შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, 2020 წლის არჩევნები გაყალბდა.

„ჩვენ ვიბრძოდით და გავიმარჯვეთ როგორც სასამართლოში, ასევე პოლიტიკურად 2024 წლის 5 ნოემბერს. ჩვენ პასუხისმგებლობა უნდა დავაკისროთ მათ, ვინც სცადა ჩვენი სამართლებრივი სისტემის და თავად ერის განადგურება“, – წერს დონალდ ტრამპი.

ცნობისთვის, ჯორჯიის შტატის პროკურორმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ 2020 წლის არჩევნებში ჩარევის საქმის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.