დონალდ ტრამპი – კანადელი პოლიტიკოსებისთვის, მათ შორის პრემიერ-მინისტრ კარნისთვის, ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „მტრად“ გამოაცხადონ, იქამდე, ვიდრე მათი ეკონომიკა არ ჩამოიშლება

21:22, 03.09.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კანადელი პოლიტიკოსებისა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, კანადელი პოლიტიკოსები, მათ შორის მარკ კარნი, აშშ-ის პრეზიდენტის „მტრად“ წარმოჩენით შესაძლოა, ახლა პოლიტიკურ სარგებელს ხედავდნენ, თუმცა კანადის ეკონომიკის ჩამოშლის შემთხვევაში, ეს მათთვის მძიმე პოლიტიკურ შედეგებს გამოიწვევს.

„კანადელი პოლიტიკოსებისთვის, მათ შორის პრემიერ-მინისტრ კარნისთვის, ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „მტრად“ გამოაცხადონ – იქამდე, ვიდრე მათი ეკონომიკა არ ჩამოიშლება. ამის შემდეგ ეს პოლიტიკისთვის ძალიან ცუდი აღმოჩნდება – იმაზე უარესი, ვიდრე ოდესმე მომხდარა კანადელი პოლიტიკოსისთვის. უბრალოდ, დაელოდეთ“,- წერს ტრამპი.

მსგავსი