დონალდ ტრამპი კანადას ბაზრების გახსნისა და სავაჭრო ბარიერების მოხსნისკენ მოუწოდებს
დონალდ ტრამპი კანადას ბაზრების გახსნისა და სავაჭრო ბარიერების მოხსნისკენ მოუწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კანადას ბაზრების გახსნისა და სავაჭრო ბარიერების მოხსნისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ სასოფლო-სამეურნეო ბიზნესს და ფერმერებს კანადა დიდი ხნის განმავლობაში ცუდად ექცეოდა. მაღალი შეზღუდვები ვაჭრობაზე. მათ უნდა გახსნან ბაზრები და მოხსნან სავაჭრო ბარიერები. ისინი ჩვენთან ჭარბი მაჩვენებლით ვაჭრობენ“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელ Twitter-ში.

აშშ-ი და კანადა ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (NAFTA) განახლებაზე 2017 წლის აგვისტოდან მართავენ მოლაპარაკებებს. აღნიშნული შეთანხმების პირობებს დონალდ ტრამპი მიუღებელს უწოდებდა.