დონალდ ტრამპი – კანადამ გამოაცხადა, რომ მხარს უჭერს პალესტინის სახელმწიფოს, ეს ძალიან გაართულებს სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას, ოჰ, კანადა

12:17, 31.07.2025

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, კანადის გადაწყვეტილება, აღიაროს პალესტინის სახელმწიფო ძალიან გაართულებს აშშ-სა და კანადას შორის სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას.

„კანადამ ახლახან გამოაცხადა, რომ მხარს უჭერს პალესტინის სახელმწიფოს. ეს ძალიან გაართულებს სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას მათთან. ოჰ, კანადა“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

უცხოური მედია წერს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ორი ქვეყანა დღეს შეთანხმების მიღწევას ვერ შეძლებს, პირველი აგვისტოდან შეერთებულ შტატებში შეტანილ კანადურ პროდუქციას 35%-იანი ტარიფი დაუწესდება.

მსგავსი