დონალდ ტრამპი – კანადა ჩვენთან მიმართებით წლების განმავლობაში ძალიან მკაცრი იყო და არცერთ პრეზიდენტს არაფერი მოუმოქმედებია, ტარიფები მხოლოდ პასუხია იმაზე, როგორ ექცევიან ისინი ჩვენს ფერმერებსა და ხალხს
ეს მხოლოდ და მხოლოდ პასუხია იმაზე, როგორ ექცევიან ისინი ჩვენს ფერმერებსა და ხალხს. კანადა ძალიან მკაცრი იყო წლების განმავლობაში ჩვენთან მიმართებით და არცერთ პრეზიდენტს არაფერი მოუმოქმედებია ამასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ტრამპმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც შეეხებოდა აშშ-ის მიერ კანადური პროდუქციის ფართო სპექტრზე 50-პროცენტიანი ტარიფის დაწესებას.
„მე მიყვარს კანადა, კანადელი ხალხი, ბევრი მეგობარი მყავს კანადაში, მაგრამ მათი ხელმძღვანელობა, ტრუდოდან დაწყებული, ამჟამინდელ ლიდერამდე… სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, მათ ვჭირდებით, რომ გადარჩნენ, ჩვენ გარეშე ისინი ვერ გადარჩებიან. ბოლო 50 წლის განმავლობაში ძალიან მკაცრად გვექცეოდნენ“, – აღნიშნა ტრამპმა.