დონალდ ტრამპი – ჯორჯია მელონის სიმამაცე აკლია, შოკირებული ვარ მისით, არ ადარდებს, ექნება თუ არა ირანს ბირთვული იარაღი, მას რომ ჰქონდეს ასეთი შესაძლებლობა, ორ წუთში ააფეთქებდა იტალიას

20:19, 14.04.2026

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, იტალიელ კოლეგას, ჯორჯია მელონის „სიმამაცე აკლია“.

იტალიურ გამოცემასთან საუბრისას ტრამპმა დასვა კითხვა: „მოსწონთ თუ არა იტალიელებს ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრი მელონი აშშ-ს არ უწევს არანაირ დახმარებას ჰორმუზის სრუტის საკითხში?“

„ხალხს ეს მოსწონს? ვერ წარმომიდგენია. შოკირებული ვარ მისით. მეგონა, მას ჰქონდა სიმამაცე, მაგრამ შევცდი“, – განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპის თქმით, მელონი „ფიქრობს, რომ ამერიკამ უნდა გააკეთოს საქმე მის ნაცვლად“.

მანამდე ჯორჯია მელონიმ რომის პაპთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის კომენტარები „მიუღებლად“ შეაფასა.

„მიუღებელი ის არის, რომ არ ადარდებს, ექნება თუ არა ირანს ბირთვული იარაღი — და მას რომ ჰქონდეს ასეთი შესაძლებლობა, ორ წუთში ააფეთქებდა იტალიას“, – აღნიშნა ტრამპმა.

მსგავსი