დონალდ ტრამპი - ჯო უილსონს აქვს ჩემი სრული და ყოვლისმომცველი მხარდაჭერა ხელახალი არჩევისთვის, ის არასდროს გაგიცრუებთ იმედებს
დონალდ ტრამპი - ჯო უილსონს აქვს ჩემი სრული და ყოვლისმომცველი მხარდაჭერა ხელახალი არჩევისთვის, ის არასდროს გაგიცრუებთ იმედებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მხარდაჭერა გამოუცხადა კონგრესმენ ჯო უილსონს და მოუწოდა ამერიკელებს, ხელახლა აირჩიონ იგი.

„კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელიც თავიდანვე ჩვენთან იყო, სამხრეთ კაროლინას მეორე საკონგრესო ოლქის შესანიშნავი ჩემპიონია“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ხაზი გაუსვა უილსონის სამხედრო წარსულს.

„ჯომ იცის, რა სიბრძნე და გამბედაობაა საჭირო ჩვენი ქვეყნის დასაცავად, ჩვენი წარმოუდგენელი სამხედროების/ვეტერანების მხარდასაჭერად და მშვიდობის უზრუნველსაყოფად ძალის მეშვეობით“, – აცხადებს ტრამპი.

დონალდ ტრამპის თქმით, კონგრესში უილსონი მუშაობს რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით.

„კონგრესში ჯო გულმოდგინედ მუშაობს ჩვენი ახლა უკვე ძალიან უსაფრთხო საზღვრის შესანარჩუნებლად, მიგრანტების დანაშაულის შესაჩერებლად, კანონისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად, ჩვენი ეკონომიკის გასაზრდელად, გადასახადებისა და რეგულაციების შესამცირებლად, აშშ-ში დამზადებული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის, ამერიკის ენერგეტიკული დომინირების მხარდასაჭერად, არჩევნების მთლიანობის ხელშესაწყობად და ჩვენი მუდმივად ალყაში მოქცეული მეორე შესწორების დასაცავად. ჯო უილსონს აქვს ჩემი სრული და ყოვლისმომცველი მხარდაჭერა ხელახალი არჩევისთვის – ის არასდროს გაგიცრუებთ იმედებს!“ – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.