დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს წინასაარჩევნო კამპანიის პლაგიატში ადანაშაულებს
დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს წინასაარჩევნო კამპანიის პლაგიატში ადანაშაულებს

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ „იყიდე ამერიკულის“ გეგმა დემოკრატმა ჯო ბაიდენმა სწორედ მისგან აიღო. როგორც დონალდ ტრამპი აცხადებს, ჯო ბაიდენს პლაგიატისთვის ადრეც მიუმართავს.

„ბაიდენმა ჩემი კამპანიის პლაგიატი გააკეთა, თუმცა ამას თავს ვერასდროს გაართმევს. მას მოსწონს პლაგიატი. ეს გეგმა არსით რადიკალურად მემარცხენე შეხედულებებზეა დაფუძნებული, თუმცა ბაიდენი მემარჯვენეებისთვის დამახასიათებელ განცხადებებს აკეთებს, რადგან იმას იმეორებს, რაც მე გავაკეთე, თუმცა განსხვავება ის არის, რომ ბაიდენი ამას ვერ შეძლებს და ეს თავადაც იცის“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, ჯო ბაიდენის 700 მილიარდ დოლარიან გეგმაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც თანხა მთლიანად ამერიკულ ბიზნესს უნდა მოხმარდეს.

როგორც „გარდიანი“ წერს, 1998 წელს ბაიდენის წინააღმდეგ პლაგიატის ბრალდებები ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის პირველი საპრეზიდენტო კამპანიის წარუმატებლობის მიზეზი გახდა.

დატოვე კომენტარი