დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მხარდაჭერაში ადანაშაულებს
დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მხარდაჭერაში ადანაშაულებს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მხარდაჭერაში ადანაშაულებს.

თეთრი სახლიდან წასვლის შემდეგ, ჩრდილოეთ კაროლინაში პირველი საჯარო გამოსვლის დროს ტრამპმა აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენმა ამერიკულ ნავთობსადენ „ქისთოუნ ექსელის“ მშენებლობა დაბლოკა, სანაცვლოდ კი, რუსული გაზსადენის მშენებლობას მხარი დაუჭირა.

„ბაიდენმა უარი თქვა ჩვენს მილსადენზე, მაგრამ მან დაამტკიცა რუსული მილსადენი, რომელიც მე მთლიანად შევაჩერე გერმანიასა და ევროპის ყველა კუთხეში სტუმრობისას. მე რუსეთი გავაჩერე“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს პრეზიდენტ პუტინთან, თუმცა არავინ იყო ისეთი მკაცრი რუსეთთან, როგორც ის.