დონალდ ტრამპი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გამოსვლის გადაწყვეტილების გადახედვას არ ვაპირებ
დონალდ ტრამპი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გამოსვლის გადაწყვეტილების გადახედვას არ ვაპირებ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან აშშ-ის გამოსვლის გადაწყვეტილების გადახედვას არ აპირებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართული ბრიფინგის დროს განაცხადა.

„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ იმედები გაგვიცრუა, მან მსოფლიოს გაუცრუა იმედები. ჩვენ წელიწადში 450 მილიონ დოლარს ვიხდიდით, წლების განმავლობაში ჩვენ ყველაზე მეტს ვიხდიდით და ისინი ჩინეთის მარიონეტები იყვნენ. არა, მე გადაწყვეტილების გადახედვას არ ვაპირებ, ყოველ შემთხვევაში იქამდე, ვიდრე ისინი მობილიზებას არ მოახდენენ, რაც არ ვიცი, ჯერ კიდევ შეუძლიათ თუ არა. წლების შემდეგ შეიძლება, თუმცა მათი ყველა მოწოდება არასწორი აღმოჩნდა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.