დონალდ ტრამპი - ისრაელის პრემიერ-მინისტრს ვუთხარი - განაგრძე, მას ყოველდღე ვესაუბრები, კარგი ადამიანია და ბევრს აკეთებს
დონალდ ტრამპი - ისრაელის პრემიერ-მინისტრს ვუთხარი - განაგრძე, მას ყოველდღე ვესაუბრები, კარგი ადამიანია და ბევრს აკეთებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ირანში სამხედრო კამპანიის გაგრძელებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.

„მე ვუთხარი – განაგრძე. მას ყოველდღე ვესაუბრები. ის კარგი ადამიანია და ბევრს აკეთებს“, – აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ თავად ბენიამინ ნეთანიაჰუს ისრაელში მოქალაქეები ძალიან უსამართლოდ ეპყრობიან.

„სიენენის“ კითხვაზე, ხომ არ მიუნიშნებია ნეთანიაჰუსთვის, რომ აშშ-მა, შესაძლოა, დახმარება გაუწიოს იმაზე მეტად, ვიდრე აქამდე, ტრამპმა უპასუხა: „არა“.