დონალდ ტრამპი - ისრაელი „ჰეზბოლას“ დიდხანს ებრძვის, როცა ვინმეს ეძებ, საცხოვრებელი კორპუსის დანგრევა არ არის საჭირო, რადგან ამ სახლებში ბევრი ადამიანია და ყველა „ჰეზბოლა“ არ არის
დონალდ ტრამპი - ისრაელი „ჰეზბოლას“ დიდხანს ებრძვის, როცა ვინმეს ეძებ, საცხოვრებელი კორპუსის დანგრევა არ არის საჭირო, რადგან ამ სახლებში ბევრი ადამიანია და ყველა „ჰეზბოლა“ არ არის

ისრაელს ვურჩევ, სირიას „ჰეზბოლაზე“ ზრუნვის ნება დართოს. სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, ისინი უკეთესად აკეთებენ ამას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ტრამპმა აღნიშნა, რომ ისრაელის მიერ ლიბანში ხანგრძლივი ომით გაღიზიანებულია. მისივე თქმით, ლიბანში ომი „მცირე ომია, ირანის ომი კი – დიდი“, თუმცა ლიბანში მთავარი პრობლემა ირანის მარიონეტული ძალა „ჰეზბოლაა“.

„ისრაელი ძალიან დიდხანს ებრძვის „ჰეზბოლას“ და ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება. ყოველ ჯერზე, როცა ვინმეს ეძებ, საცხოვრებელი კორპუსის დანგრევა არ არის საჭირო, რადგან ამ საცხოვრებელ სახლებში ბევრი ადამიანია და ყველა „ჰეზბოლა“ არ არის. მე ისრაელს ვურჩევ: სირიას „ჰეზბოლაზე“ ზრუნვის ნება დართოს, სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, რომ ისინი უკეთესად აკეთებენ ამას“, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმ აღნიშნა, რომ ბარაკ ობამას ეპოქის ბირთვული შეთანხმება ერთ-ერთი ყველაზე სულელური რამ იყო, რაც კი ოდესმე უნახავს.

„ისინი უზარმაზარ ზიანს მოგვაყენებდნენ, ჩვენ რომ არ გაგვეუქმებინა ობამას ბირთვული შეთანხმება. ეს იყო გზა ბირთვული იარაღისკენ. ეს იყო ყველაზე სულელური შეთანხმება, რაც კი ოდესმე მინახავს, NAFTA-ს (ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება) გარდა“, – განაცხადა ტრამპმა.