დონალდ ტრამპი - ირანთან შეთანხმება მეორე ეტაპზე გადადის, რაც, ვფიქრობ, უფრო მარტივი იქნება
დონალდ ტრამპი - ირანთან შეთანხმება მეორე ეტაპზე გადადის, რაც, ვფიქრობ, უფრო მარტივი იქნება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან შეთანხმება მეორე ეტაპზე გადადის. მისივე თქმით, აშშ ირანში ფულს არ ჩადებს და აღნიშნულ საკითხზე გავრცელებულ ინფორმაციას „სასაცილო ჭორი“ უწოდა.

„ჩვენ ირანთან შეთანხმება დავასრულეთ და წარმატებული უნდა იყოს. ის მეორე ეტაპზე გადადის, რაც, ვფიქრობ, სინამდვილეში უფრო მარტივი იქნება“, – განაცხადა ტრამპმა საფრანგეთში, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, ირანთან მიღწეული შეთანხმება „სამართლიანი“ და „კარგია“.

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, მას „სხვა არჩევანი“ არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ გასულ კვირას ირანზე თავდასხმა განეხორციელებინა.

„გასულ კვირას მათზე თავდასხმა არ მინდოდა, მაგრამ ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა“, – აღნიშნა ტრამპმა.