დონალდ ტრამპი – ირანთან ომზე საუბარი არ არის

23:26, 18.09.2019

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ში ირანთან ომის შესახებ საუბარი არ მიმდინარეობს, თუმცა „არის ბევრი ვარიანტი“.

ეს განცხადება აშშ-ის ლიდერმა სან დიეგოში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. ტრამპის თქმით, აშშ-ი 48 საათში ირანის წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს შემოიღებს.

14 სექტემბერს საუდის არაბეთში ნავთობის ობიექტებზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. აშშ-სა და საუდის არაბეთში აცხადებენ, რომ იერიში ირანმა მოაწყო. თეირანმა ამ განცხადებას უსაფუძვლო უწოდა.

მსგავსი