დონალდ ტრამპი – ირანთან ომის გარდა, სხვა არჩევანი არ გვქონდა, უნდა ამოგვეჭრა სიმსივნე, რომელიც იყო ბირთვული იარაღით შეიარაღებული ირანი

14:09, 26.03.2026

ირანთან ომის დაწყების გარდა, აშშ-ს სხვა არჩევანი არ ჰქონდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ტრამპის თქმით, კონფლიქტის გამო ენერგეტიკაზე ფასების ზრდა, შეიძლებოდა, გაცილებით უარესი ყოფილიყო.

„ვფიქრობდი, ენერგეტიკის ფასები, ნავთობის ფასები კიდევ უფრო გაიზრდებოდა. ვფიქრობდი, საფონდო ბირჟა გარკვეულწილად ჩავარდებოდა. მაგრამ ეს მოკლევადიან პერსპექტივაში ჩემთვის მნიშვნელობას არ წარმოადგენდა. ჩვენ სიმსივნისგან თავის დაღწევა გვიწევდა. სიმსივნე უნდა ამოგვეჭრა და ეს სიმსივნე იყო ბირთვული იარაღით შეიარაღებული ირანი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მსგავსი