დონალდ ტრამპი – ირანთან ომი დასრულდება აშშ-ის შუალედური არჩევნების შემდეგ, შესაძლოა, მანამდეც
ირანთან ომი დასრულდება აშშ-ის შუალედური არჩევნების შემდეგ ან, შესაძლოა, მანამდეც, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ბენზინის ფასი მკვეთრად დაეცემა, ზუსტად ისე, როგორც მანამდე იყო.
„ვიცოდი, რასაც ვაკეთებდი, ეს უნდა გამეკეთებინა. არ შეიძლება, ირანს ჰქონდეს ბირთვული იარაღი და მას არც ექნება ბირთვული იარაღი. შეიძლება, ეს შუალედურ არჩევნებამდე დასრულდეს, მაგრამ საბოლოოდ სწორედ შუალედური არჩევნების შემდეგ დასრულდება. აი, რას გეტყვით: ირანს ძალიან სურს შეთანხმების მიღწევა. ისინი მუდმივად რეკავენ და შეთანხმების გაფორმება სურთ. მე კი არ გავაფორმებ ისეთ შეთანხმებას, რომელიც არაფრის მომცემია“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
კითხვაზე, რას ფიქრობს ირანსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის დაგეგმილ შეხვედრაზე, ტრამპმა უპასუხა: „არ მაინტერესებს, ეს მათზეა დამოკიდებული, სავსებით მისაღებია. ისინი თუ ბედნიერები იქნებიან — კარგია. ისრაელი და ის ქვეყნები, რომლებზეც ვსაუბრობთ, თუ ბედნიერები არიან, ეს კარგია“.