დონალდ ტრამპი – ირანთან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუ შედეგს არ გამოიღებს, ძალიან ძლიერ სამხედრო მოქმედებებს კვლავ განვაახლებთ
ირანთან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუ შედეგს არ გამოიღებს, ძალიან ძლიერ სამხედრო მოქმედებებს კვლავ განვაახლებთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა „აქსიოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„აქსიოსის“ ცნობით, მოლაპარაკებები ძირითადად ირანსა და ომანს შორის მიმდინარეობს, თუმცა პროცესში აქტიურად არიან ჩართული კატარი, პაკისტანი, ეგვიპტე, ასევე ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები – სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მიმდინარე მოლაპარაკებები ახალი შეთანხმების მიღწევაზეა ორიენტირებული, რომელიც ჰორმუზის სრუტის გახსნას და ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ყოვლისმომცველი შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების განახლებას ითვალისწინებს.
„აქსიოსთან“ საუბარში ტრამპი ამბობს, რომ 24 ივლისს ირანზე სამხედრო დარტყმების შეჩერება იმიტომ გადაწყვიტა, რომ შუამავალი ქვეყნები მას მოლაპარაკებებისთვის კიდევ ერთი შანსის მიცემას სთხოვდნენ.
„ყველა, ვინც ირანთან მუშაობს, მეუბნებოდა, „ნუ დაარტყამ““, – განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ, მისი შეფასებით, ირანს შეთანხმების მიღწევა სურს.