დონალდ ტრამპი - ირანთან განხილვები უმაღლესი ხელმძღვანელობის დონეზე არის მიყვანილი და დამტკიცებული, ვაუქმებ ირანის წინააღმდეგ დღეს დაგეგმილ დარტყმებს
დონალდ ტრამპი - ირანთან განხილვები უმაღლესი ხელმძღვანელობის დონეზე არის მიყვანილი და დამტკიცებული, ვაუქმებ ირანის წინააღმდეგ დღეს დაგეგმილ დარტყმებს

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან შეთანხმების „საბოლოო პუნქტები“ დამტკიცებულია.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, დღეს ღამით ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი იერიში გაუქმებულია.

ამასთან, აშშ-ს პრეზიდენტი აცხადებს, რომ შეთანხმების ხელმოწერის დრო და ადგილი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.

„იმის გათვალისწინებით, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან განხილვები ირანის უმაღლესი ხელმძღვანელობის დონეზე არის მიყვანილი და დამტკიცებული, მე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, გავაუქმე ირანის წინააღმდეგ დღეს საღამოს დაგეგმილი დარტყმები და დაბომბვები.

დისკუსიები და საბოლოო პუნქტები, როგორც კონცეფციის, ისე დეტალური შინაარსის დონეზე, დამტკიცებულია პროცესში ჩართული ყველა მხარის მიერ. მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების, ისრაელის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარის, თურქეთის, პაკისტანის, ბაჰრეინის, ქუვეითის, იორდანიის, ეგვიპტისა და სხვა ქვეყნების მიერ.

საზღვაო ბლოკადა სრულად ძალაში დარჩება, ვიდრე ეს შეთანხმება საბოლოოდ არ გაფორმდება. ხელმოწერის დრო და ადგილი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.