დონალდ ტრამპი - ირანთან ბირთვული შეთანხმების გაუქმება ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებებზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს
დონალდ ტრამპი - ირანთან ბირთვული შეთანხმების გაუქმება ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებებზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან არსებული ბირთვული შეთანხმების გაუქმება ჩრდილოეთ კორეასთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს.

დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს 10 დღის ვადაში სწორედ ბირთვული პროგრამების შეჩერების შესახებ შეთანხმებისთვის ხვდება. აშშ-ის პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ მზად არის, ხელახლა დაიწყოს მოლაპარაკებები თეირანთანაც.

„ჩემი აზრით, ამ გზავნილს სწორად გაიგებენ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ შვიდ წელში ირანთან დადებულ შეთანხმებას ისედაც გასდის ვადა და ისინი თავისუფლად განაახლებდნენ ბირთვული იარაღის წარმოებას“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, გააუქმებს თუ არა ირანთან არსებულ შეთანხმებას 12 მაისამდე. ეს არის კიმ ჩენ ინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის საბოლოო ვადად განსაზღვრული თარიღი.