დონალდ ტრამპი - ირანში ომი დასასრულს უახლოვდება
დონალდ ტრამპი - ირანში ომი დასასრულს უახლოვდება

ირანში ომი დასასრულს უახლოვდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ჩვენ შესანიშნავად მივიწევთ წინ. ეს ყველაფერი დასასრულს უახლოვდება“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანის სამხედრო ძალები „განადგურებულია“, ხოლო მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობა „ბევრად უფრო გონიერი“ და ნაკლებად „რადიკალიზებულია“, ვიდრე წინა ლიდერები.

„ჩვენ არ გვეყოლება ირანი, რომელსაც ექნება ბირთვული იარაღი“, – აღნიშნა ტრამპმა.