დონალდ ტრამპი - ირანსა და აშშ-ს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები ძალიან მალე გაიმართება
ირანსა და აშშ-ს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები ძალიან მალე გაიმართება, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრას სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი დაესწრებიან, ასევე, შესაძლოა, მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღოს ჯეი დი ვენსმაც.
როგორც ტრამპი აცხადებს, მოლაპარაკებები პაკისტანში გაიმართება.
„ჩვენ გვეყოლება სტივ უიტკოფი, ჯარედ კუშნერი, შესაძლოა, იყოს ჯეი დი ვენსიც, თუმცა ეს უსაფრთხოების საკითხია. მოლაპარაკებები ძალიან მალე გაიმართება“, – განაცხადა ტრამპმა.