„მეორე მხარე“ დაგვიკავშირდა, ირანს შეთანხმება ძალიან სურს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერთან ერთად, „კარგი სამუშაო“ გასწია.
„შემიძლია, გითხრათ, რომ მეორე მხარე დაგვიკავშირდა, მათ ძალიან, ძალიან სურთ შეთანხმების დადება. ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება. ჩვენ ბევრ რამეზე შევთანხმდით, მაგრამ ისინი ამაზე არ დათანხმდნენ. მე ვფიქრობ, რომ ისინი დათანხმდებიან“, – განაცხადა მან.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის საზღვაო ბლოკადა ძალაში შევიდა.
ამასთან, თეთრი სახლის ლიდრმა სოცალურ ქსელში დაწერა, რომ გუშინ ჰორმუზის სრტეში 34-მა გემმა გაიარა.
,,გუშინ 34 გემი გაიარა ჰორმუზის სრუტეში, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ამ სულელური ჩაკეტვის დაწყების შემდეგ“, – წერს ის.