დონალდ ტრამპი ირანს საპასუხო იერიშით ემუქრება – „ჩვენ მათ სულს ამოვხდით, ძალიან ძლიერად დავარტყამთ”
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანის მხრიდან განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას, რომელიც ამერიკულმა ძალებმა გაანეიტრალეს, მკაცრი პასუხი მოჰყვება.
„ჩვენ მათ სულს ამოვხდით. ძალიან ძლიერად დავარტყამთ“, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური დაჯგუფებების წინააღმდეგ განხორციელებულ აშშ-სა და საუდის არაბეთის ერთობლივ დარტყმებამდე ერაყის ხელისუფლებასთან მოქმედებები წინასწარ შეათანხმა.
ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნულ დაჯგუფებებს „მსოფლიოს კიბო“ უწოდა და არ გამორიცხა, რომ რეგიონში სამხედრო მოქმედებები ირანის მიერ მხარდაჭერილი სხვა დაჯგუფებების წინააღმდეგაც განხორციელდეს.