დონალდ ტრამპი ირანს მიმართავს - საკმარისია, დაბრუნდით მოლაპარაკებების მაგიდასთან და დადეთ შეთანხმება
დონალდ ტრამპი ირანს მიმართავს - საკმარისია, დაბრუნდით მოლაპარაკებების მაგიდასთან და დადეთ შეთანხმება

საკმარისია, დაბრუნდით მოლაპარაკებების მაგიდასთან და დადეთ შეთანხმება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ტრამპის თქმით, ირანის მიერ ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა მიმდინარე მოლაპარაკებებს არ დაეხმარება. თუმცა, მისივე თქმით, შეთანხმება ჯერ კიდევ შესაძლებელია.

როგორც დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ირანის შეტევა დიპლომატიურ ძალისხმევას გაართულებს.

„ეს მოლაპარაკებებს ნამდვილად არ დაეხმარება. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ. ვიტყოდი, რომ შეთანხმებას ხელი ორშაბათს, სამშაბათს ან ოთხშაბათს მოეწერება. ახლა კი ეს ხდება. თქვენ უკვე გაუშვით თქვენი რაკეტები, საკმარისია. დაბრუნდით მოლაპარაკებების მაგიდასთან და დადეთ შეთანხმება“, – განაცხადა ტრამპმა.

გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა ბეირუთზე ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმებიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ამით უკმაყოფილოა.