დონალდ ტრამპი – ირანს ჯერ კიდევ შემორჩა გარკვეული სამხედრო შესაძლებლობა, თუმცა ის მცირეა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს ჯერ კიდევ შემორჩა „გარკვეული“ სამხედრო შესაძლებლობა, თუმცა მისივე თქმით, ის „მცირეა“.
„ისინი სროლას მაინც ახერხებენ. გუშინ უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს ჰორმუზის სრუტეში შემავალ დიდ გემზე. ოთხი გაუშვეს, სამი ჩამოვაგდეთ, ერთი კი, როგორც ჩანს, ვერ შევამჩნიეთ. გემს დაეჯახა და დააზიანა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, გასულ კვირას ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, ირანს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი.
„გასულ კვირას ჩვენ ხელი მოვაწერეთ ისტორიულ შეთანხმებას, რათა მივაღწიოთ იმას, რაც აქამდე ვერცერთმა პრეზიდენტმა ვერ შეძლო – რომ ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ძალისა და უნარების წყალობით, ირანს დღეს არც საზღვაო ძალები ჰყავს, არც საჰაერო ძალები, არც ჰაერსაწინააღმდეგო შესაძლებლობები, არც რადარი“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.