დონალდ ტრამპი ირანს ბირთვული ამბიციების დათმობის სანაცვლოდ მეგობრობას ჰპირდება
დონალდ ტრამპი ირანს ბირთვული ამბიციების დათმობის სანაცვლოდ მეგობრობას ჰპირდება

მოდით, გავხადოთ ირანი კვლავ დიდებული, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კემპ დევიდში გამგზავრებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

ტრამპი ბირთვული ამბიციების დათმობის სანაცვლოდ თეირანს მათთან დამეგობრებასა და ირანის აყვავებას ჰპირდება.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ის არ დაუშვებს, რომ თეირანი ბირთვულ იარაღს ფლობდეს, რაც როგორც ტრამპი ამბობს, შესაძლოა, 5-6 წელიწადშიც კი, მოხდეს.

მისივე თქმით, პრევენციისთვის აშშ ირანს დამატებით ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს და ზეწოლა გაგრძელდება, ვიდრე თეირანი კურსს არ შეიცვლის.

„თუ ირანს სურს გახდეს აყვავება, მე მომხრე ვარ, თუმცა ისინი ვერასდროს შეძლებენ ამას თუ ფიქრობენ, რომ ხუთ ან ექვს წელიწადში ბირთვული იარაღი ექნებათ”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.