დონალდ ტრამპი - არ შეიძლება, ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს, და თუ ექნება, ყველა ძალიან უკმაყოფილო იქნება
დონალდ ტრამპი აშშ-სა და ირანს შორის მაღალ დონეზე მოლაპარაკებების მეორე რაუნდის წინ კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ არ შეიძლება, ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს.
„მე ძალიან მარტივად ვემხრობი იმას, რომ ირანს არ გააჩნდეს ბირთვული იარაღი. მინდა, ირანი იყოს დიდებული, კეთილდღეობით მცხოვრები და შესანიშნავი. არ შეიძლება, ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს, და თუ ექნება ბირთვული იარაღი, ძალიან უკმაყოფილო იქნებით, ყველანი უკმაყოფილო იქნებით“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ირანის რიგით მეორე არაპირდაპირი მოლაპარაკებები, ომანის შუამავლობით, 19 აპრილს რომში გაიმართება.
თეთრი სახლის ადმინისტრაცია ირანისგან ურანის გამდიდრებისა და ბირთვული იარაღის განვითარების პროგრამის გაუქმებას მოითხოვს.