დონალდ ტრამპი – ირანის წინააღმდეგ, შესაძლოა, კიდევ ერთი პატარა ეპიკური მრისხანება მოვაწყოთ, ირანიდან დაბრუნებისას კუბასაც მივხედავთ

01:13, 24.10.2026
U.S. President Donald Trump holds a press conference in the James S. Brady Press Briefing Room at the White House in Washington, D.C., U.S., April 6, 2026. REUTERS/Evan Vucci

U.S. President Donald Trump holds a press conference in the James S. Brady Press Briefing Room at the White House in Washington, D.C., U.S., April 6, 2026. REUTERS/Evan Vucci

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესაძლებლობა არ გამორიცხა.

„შესაძლოა, კიდევ ერთი პატარა ეპიკური მრისხანება მოვაწყოთ“, – განაცხადა ტრამპმა ფლორიდაში გამართულ საარჩევნო ღონისძიებაზე.

ამასთან, ტრამპის განცხადებით, ირანთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების შემდეგ შეერთებული შტატები კუბაზეც იზრუნებს და სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შეთანხმების საბოლოოდ გასაფორმებლად გაგზავნის.

„ირანიდან დაბრუნებისას კუბასაც მივხედავთ. შემდეგ მარკო რუბიოს გავგზავნით, რომ შეთანხმება ბოლომდე მიიყვანოს“, – განაცხადა ტრამპმა.

მსგავსი