დონალდ ტრამპი ირანის სულიერ ლიდერს პოლიტიკის შეცვლას ურჩევს
დონალდ ტრამპი ირანის სულიერ ლიდერს პოლიტიკის შეცვლას ურჩევს

დონალდ ტრამპი ირანის სულიერ ლიდერს პოლიტიკის შეცვლას ურჩევს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მიკრობლოგთვითერის“ ოფიციალურ გვერდზე განაცხადა.

თეთრი სახლის ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეის მოუწოდა, სიტყვების შერჩევის დროს ფრთხილად იყოს.

„ირანის ე.წ. უმაღლესმა ლიდერმა, რომელიც ბოლო პერიოდში ართ თუ ისეთი უმაღლესია, შეერთებულ შტატებსა და ევროპაზე ცუდი რაღაცეები თქვა. მათი ეკონომიკა ნადგურდება, მათი ხალხი იტანჯება. სიტყვების შერჩევის დროს ის ძალიან ფრთხილად უნდა იყოს“,- დაწერა დონალდ ტრამპმა „თვითერზე“.

17 იანვარს ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ევროპა ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს ემსახურება. ამ სიტყვების გამო, დონალდ ტრამპმა „თვითერის“ კიდევ ერთი პოსტის საშუალებით, ირანს პოლიტიკის შეცვილსკენ მოუწოდა, რათა ირანი კვლავ დიდებული გახდეს.

აღსანიშნავია, რომ ეს პოსტი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სპარსულ ენაზეც დაწერა.

დატოვე კომენტარი